"რეჟიმი სიტყვის თავისუფლებას კრძალავს" - ჯო უილსონი მზია ამაღლობელის განაჩენზე
"რეჟიმი სიტყვის თავისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს" - რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი მზია ამაღლობელის განაჩენს ეხმიანება.
კონგრესმენი აღნიშნავს, რომ "MEGOBARI act-ი საჭიროა".
ანტიამერიკული "ქართული ოცნების" რეჟიმმა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს უსამართლოდ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. რეჟიმი სიტყვის თავისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს, რათა ქვეყანა კომუნისტურ ჩინეთს მიყიდოს. MEGOBARI საჭიროა!!" - წერს უილსონი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.