ლევან სამუშია: რეჟიმი დამარცხებული ჰყავს ქალბატონ მზია ამაღლობელს

06.08.25 22:57
ლევან სამუშია: რეჟიმი დამარცხებული ჰყავს ქალბატონ მზია ამაღლობელს

ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სამუშიას განცხადებით მზია ამაღლობელმა რეჟიმი დაამარცხა. 

მისი თქმით, მზია ამაღლობელი ბრძოლის მთავარი სიმბოლოა. 

ქალბატონმა მზიამ ისინი დაამარცხა. რეჟიმი დამარცხებული ჰყავს ქალბატონ მზიას. მადლობა ქალბატონ მზიას ამ ბრძოლისათვის. მზია არის სიმბოლო, ერთ-ერთი მრავალთაგან და მთავარი სიმბოლო ბრძოლის," - განაცხადა ლევან სამუშიამ. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები