მიხელსონი: აგვისტოს ომი რუსეთის იმპერიული ომების ერთი ეტაპი იყო, რომლის წარმატებით დასრულებამ უკრაინაზე თავდასხმის ნიადაგი მოამზადა
ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “როცა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო - ეს რუსეთის იმპერიული ომების კიდევ ერთი ეტაპი იყო“.
მისი თქმით, “ეს ეტაპი კრემლისთვის წარმატებით დასრულდა და უკრაინაზე თავდასხმის ნიადაგი მოამზადა“.
„17 წლის წინ, დღევანდელ დღეს, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო, რომელიც მისი ტერიტორიის ერთი მეხუთედის ოკუპაციითა და ნატო-ს გაფართოების შეჩერებით დასრულდა. ეს რუსეთის იმპერიული ომების კიდევ ერთი ეტაპი იყო, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, კრემლისთვის წარმატებით დასრულდა და უკრაინაზე თავდასხმის ნიადაგი მოამზადა“, - წერს მარკო მიხელსონი.
17 წელი აგვისტოს ომიდან . რუსეთის აგრესიას საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენდა, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.