ვდგავარ მათ გვერდით, ვისაც ტრაგედია შეეხო - პრეზიდენტი
"ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ"- საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს:
თანავუგრძნობ მათ და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში.
მადლობა თითოეულ მაშველს ამ თავდადებული და დაუღალავი შრომისთვის.
ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის, და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება"- წერს პრეზიდენტი.
ბოლო ინფორმაციით, ბათუმში, მაშველების მიერ ნანგრევებიდან ამოყვანილია ორი პირი, მათი მდგომარეობა მძიმეა, ასევე ნანგრევებიდან ამოყვანილია 5 ცხედარი, მათგან ორი ბავშვია