დაიწყება თუ არა მოკვლევა იმ პოლიციელების წინააღმდეგ, ვისი ჩვენებების გამოც, გიორგი ახობაძეს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა?
დაიწყება თუ არა მოკვლევა იმ პოლიცილების წინააღმდეგ, ვისი სავარაუდო ცრუ ჩვენებების გამოც, დაპატიმრებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა? - მთავარი საგამოძიებო უწყება ამ კითხვას ამ ეტაპზე უპასუხოდ ტოვებს.
პროკურატურამ მხოლოდ ის დააანონსა, რომ გიორგი ახობაძის გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
- აქციების დროის ნარკოდანაშაულში ბრალდებული სამოქალაქო აქტივისტი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელშვილმა უდანაშაულოდ ცნო და წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა.
- სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში სათანადო სტანდარტის მტკიცებულებები არ არსებობს.
ექიმი, რომელმაც 7 თვე ციხეში გაატარა, სასამართლო დარბაზში პირველივე დღეებიდან აცხადებდა, რომ მისთვის ნარკოტიკის „ჩადების სპეცოპერაციას გიორგი გურეშიძე ხელმძღვანელობდა". ეს უკანასკნელი, ახობაძის დაკავების მომენტში ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.
გაირკვა ისიც, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის სასამაღტლო პროცესების პარალელურად, ივნისში გიორგი გურეშიძე სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველ მოადგილედ დანიშნეს.
უფლებადამცვალების თქმით, საგამოძიებო ორგანო გიორგი ხარგელიათიც უნდა დაინტერესდეს, ეს ის პოლიციელია, ვიც ახობაძის საქმეზე პატაკი შეადგინა.
გამოძიებას ჰქონდა საშუალება, სურვილის შემთხვევაში, გამოძიება დაეწყო ჩადებისთან დაკავშირებით, რაზეც არაერთხელ აცხადებდა გიორგი ახობაძე. მიუხედავად იმისა, რომ თვეების განმავლობაში პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია ამ მიმართულებით, დღეს მდგოიმარეობით, სამწუხაროდ, დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ გამოძიებას დაიწყებს.
როგორც ცრუ მოწმეები, ასევე ნათი ჩვენება, ერთობლიობაში უნდა დადგინდეს ალტერნატიულად დაწყებული გამოძიების ფარგლებში და ეს პირველ რიგში უნდა იყოს ჩადების ფაქტთან დაკავშირებით, რაზეც გიორგი ახობაძე მოწმის სახით უნდა დაიკითხოს"- თქვა გიორგი ახობაძის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ.
ე.ე ცრუ მოწმეების გამოკითხვის აუცილებლობაზე საუბრობენ ოპოზიციის წევრებიც - მათი თქმით, პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვას, როგორ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები ექიმის ჯიბეში, რომელიც როგორც გაირკვა, გიორგი ახობაძეს საერთოდ არ ჰქონია.