ბარამიძე: საქართველო ხელში ჰყავს ჩაგდებული რუსულ მოღალატეობრივ რეჟიმს, რომელმაც კითხვის ქვეშ დააყენა ელემენტარული ჭეშმარიტებები, თუ ვინ დაიწყო ომი
დღეს საქართველო ხელში ჰყავს ჩაგდებული რუსულ მოღალატეობრივ რეჟიმს, რომელმაც კითხვის ქვეშ დააყენა ელემენტარული ჭეშმარიტებები, თუ ვინ დაიწყო ომი, როდის დაიწყო ომი და ვინ არის დამნაშავე, - ამის შესახებ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომელმაც თანაპარტიელებთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მისი თქმით, 7 აგვისტო არის თარიღი, როცა რუსეთის რეგულარული ჯარები უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ შემოსული და ცხინვალის მიმართულებით მიემართებოდნენ!
7 აგვისტოა სამხედრო აგრესიის დაწყების თარიღი,-თქვა მან.
„2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და სრულმასშტაბიანი ომის დაიწყო, რომელიც მანამდე ისედაც დაწყებული ჰქონდა იმ მიზნით, რომ მთელი საქართველო დაეკავებინა, დაეპყრო და ქართული დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოებრიობა დაემხო.
ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ჯარმა და საერთაშორისო საზოგადოებამ ყველამ თავისი მიმართულებით მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველო გადარჩენილიყო. დღეს ჩვენ ვართ აქ, რათა პატივი მოვაგოთ გმირებს, რომლებმაც თავი სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას შესწირეს. ეს გმირები სამარადჟამოდ ოქროს ასოებით ჩაიწერებიან საქართველოს ისტორიაში. გვინდა, რომ ჩვენი მომავალი თაობები, ჩვენი გმირების მაგალითზე გაიზარდონ - დიდება ჩვენ გმირებს! დიდება საქართველოს!“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მსგავსი სიახლეები
ლამერტი: დღევანდელი შეხვედრის მიზანი უვიზო შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორებაა
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.