სალომე სამადაშვილმა აჭარაში, ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებთან ერთად, აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
“ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა აჭარაში ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებთან ერთად აგვისტოს ომის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, 17 წლის შემდეგ საქართველოს ევროინტეგრაციასა და დამოუკიდებლობას ებრძვის “ქართული ოცნება” და მათი, როგორც პროევროპული პარტიის ბრძოლა სახელმწიფოებრობის შენარჩუნებისთვის იქნება უკომპრომისო.
17 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ.
არაერთი მტკიცებულებით დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა. დაიწყო სამხედრო აგრესია, ქართველების ეთნიკური წმენდა და ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც ახლაც გრძელდება.
მსგავსი სიახლეები
ლამერტი: დღევანდელი შეხვედრის მიზანი უვიზო შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორებაა
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.