ამაღლობელის გასამართლება არის თავდასხმა დემოკრატიაზე, სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ პრესაზე- ბრეიზა

07.08.25 12:22
ამაღლობელის გასამართლება არის თავდასხმა დემოკრატიაზე, სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ პრესაზე- ბრეიზა

ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას მკაფიო გზავნილი მისცა: დაუბრუნდნენ ევროპული ღირებულებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გზას- ასე გამოეხმაურა „პირველებთან“ კშიშტოფ ბრეიზა მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს.

ევროდეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ “ოცნების“ მთავრობა აგრძელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას - თავს ესხმის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თრგუნავს თავისუფალ მედიას და აპატიმრებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს.

ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გასამართლება არ არის მხოლოდ ერთ ინდივიდზე თავდასხმა - ეს არის თავდასხმა საქართველოს დემოკრატიაზე, სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ პრესაზე,- ამბობს ის.

ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას მკაფიო გზავნილი მისცა: დაუბრუნდნენ ევროპული ღირებულებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გზას. სამწუხაროდ, ამ მოწოდების მოსმენის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ მთავრობა აგრძელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას - თავს ესხმის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თრგუნავს თავისუფალ მედიას და აპატიმრებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს. ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გასამართლება არ არის მხოლოდ ერთ ინდივიდზე თავდასხმა - ეს არის თავდასხმა საქართველოს დემოკრატიაზე, სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ პრესაზე. ეს სრულიად მიუღებელია და უპასუხოდ არ დარჩება. თუ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა და პირადად ბატონი ივანიშვილი თვლიან, რომ მათ შეუძლიათ საქართველოს რუსეთისკენ მიტრიალება და რომ ევროკავშირი უბრალოდ ამას შორიდან დააკვირდება, ისინი სერიოზულ შეცდომას უშვებენ,- ამბობს ბრეიზა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები