ამაღლობელის განაჩენი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხრივ სერიოზულ პრობლემებს აჩენს-ო'ფლაჰერტი
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო'ფლაჰერტი მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი ორწლიანი პატიმრობის განაჩენი არაპროპორციულია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხრივ სერიოზულ პრობლემებს აჩენს.
ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ ამაღლობელი და უზრუნველყონ, რომ ჟურნალისტებმა შეძლონ თავისუფლად მუშაობა.
ქართველი ჟურნალისტისთვის, მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი ორწლიანი პატიმრობის განაჩენი არაპროპორციულია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხრივ სერიოზულ პრობლემებს აჩენს. ვიმეორებ ხელისუფლებისადმი ჩემს წინა მოწოდებას მისი გათავისუფლების შესახებ და მოვუწოდებ მათ უზრუნველყონ, რომ ჟურნალისტებმა შეძლონ თავისუფლად მუშაობა, ზედმეტი ჩარევის გარეშე, გამოხატვის თავისუფლების უფლების სრული პატივისცემით,- განაცხადა მან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მსგავსი სიახლეები
ლამერტი: დღევანდელი შეხვედრის მიზანი უვიზო შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორებაა
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.