თინა ბოკუჩავა: ანწუხელიძე დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლოა და როგორც მან არ დაიჩოქა მტრის წინაშე, ისე არ დაიჩოქებს საქართველო ივანიშვილის რეჟიმის წინაშე

07.08.25 12:35
თინა ბოკუჩავა: ანწუხელიძე დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლოა და როგორც მან არ დაიჩოქა მტრის წინაშე, ისე არ დაიჩოქებს საქართველო ივანიშვილის რეჟიმის წინაშე

2008 წლის ომიდან 17 წლის შემდეგ საქართველოს ჰყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც გმირს აყენებს შეურაცხყოფას და ომს საკუთარ ქვეყანას აბრალებს - ამის შესახებ  “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სოფელ ალვანში, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან განაცხადა.

"ანწუხელიძე დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლოა და როგორც მან არ დაიჩოქა მტრის წინაშე, ისე არ დაიჩოქებს საქართველო ივანიშვილის რეჟიმის წინაშე.” - თქვა თინა ბოლუჩავამ. 

  • კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში, ერთიანი თინა ბოკუჩავასთან ერთად, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და რეგიონალური მდივანი გიორგი ბოტკოველი იმყოფებოდნენ, მათ ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის, ხსოვნის პატივი მიაგეს.

“2008 წლის ომიდან 17 წლის თავზე საქართველოს ჰყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ომს საკუთარ ქვეყანას აბრალებს, რომელიც იმ დროინდელ მთავარსარდალს, პრეზიდენტ სააკაშვილს სჯის იმიტომ, რომ მან ქართული სახელმწიფო არ ჩააბარა მტერს, რომელიც ბოდიშის მოხდას გვთხოვს და რომელიც ბედავს და საქართველოს ეროვნულ გმირს, დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლოს - გიორგი ანწუხელიძეს შეურაცხყოფს. დღეს ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ ნამდვილი საქართველოს ხმა გავაგონოთ მოღალატე ივანიშვილს, მის ამფსონებს და მათ პატრონს კრემლში, რომ ანწუხელიძე გმირია, ანწუხელიძე უკვდავია და უკვდავია ქართული სახელმწიფო, რომელსაც ვერაფერი დააკლო პუტინმა და ვერაფერს დააკლებს პუტინის მონა - ივანიშვილი. დიახ, ანწუხელიძე გმირია, ის უკვდავია და სწორედ ისე, როგორც მან არ დაიჩოქა, ისე არ დაიჩოქებს საქართველო შიდა თუ გარე მტრის წინაშე. დიდება გმირებს, დიდება საქართველოს, ღმერთი ფარავდეს საქართველოს.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

მსგავსი სიახლეები