დანიის ელჩი: პატივს მივაგებთ იმ მამაც ადამიანებს, რომლებმაც სიცოცხლე 2008 წელს რუსეთის შემოჭრის დროს სამშობლოს დაცვას შესწირეს

07.08.25 12:51
დანიის ელჩი: პატივს მივაგებთ იმ მამაც ადამიანებს, რომლებმაც სიცოცხლე 2008 წელს რუსეთის შემოჭრის დროს სამშობლოს დაცვას შესწირეს

საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 17 წლისთავთან დაკავშირებულ განცხადებას ავრცელბს და წერს, რომ დანია კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

სორენსენი ხაზს უსვამს იმას, რომ “დგას საქართველოს გვერდით და პატივს მიაგებენ მამაც გმირებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე 2008 წელს რუსეთის შემოჭრის დროს სამშობლოს დაცვას შესწირეს.“

დღეს ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და პატივს მივაგებთ იმ მამაც ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე 2008 წელს რუსეთის შემოჭრის დროს სამშობლოს დაცვას შესწირეს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ დანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - წერს ანე ტოფტ სორენსენი X-ზე.

17 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ.

არაერთი მტკიცებულებით დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა. დაიწყო სამხედრო აგრესია, ქართველების ეთნიკური წმენდა და ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც ახლაც გრძელდება.

მსგავსი სიახლეები