ლიეტუვის საელჩო: ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გრძელდება

07.08.25 13:04
ლიეტუვის საელჩო: ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გრძელდება

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 17 წლისთავთან დაკავშირებით ლიეტუვის საელჩო განცხადებას ავრცელებს და კიდევ ერთხელ გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ლიეტუვა, პარტნიორებთან ერთად, იხსენებს და პატივს მიაგებს მათ, ვინც იბრძოდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და დაიღუპა 2008 წლის აგვისტოში,-წერია განცხადებაში, რომელიც სოციალურ პლატფორმა X-ზე ვრცელდება.

„17 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ლიეტუვა, პარტნიორებთან ერთად, იხსენებს და პატივს მიაგებს მათ, ვინც იბრძოდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და დაიღუპა 2008 წლის აგვისტოში. ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გრძელდება.”- წერს საელჩო  და ფოტოებს ავრცელებს.

17 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ.

არაერთი მტკიცებულებით დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა. დაიწყო სამხედრო აგრესია, ქართველების ეთნიკური წმენდა და ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც ახლაც გრძელდება.

მსგავსი სიახლეები