სააკაშვილი: რუსეთი ივანიშვილის და კრიმინალური სინდიკატის ხელით ცდილობს, დაგვავიწყოს საკუთარი საამაყო ისტორია - არ გამოუვათ!
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „სოციალურ ქსელში აგვისტოს ომის 17 წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ “რუსეთი ივანიშვილის ხელით ცდილობს საბოლოოდ ადვილად დასამორჩილებლები გავხდეთ“, რაც მისი თქმით, არ გამოუვათ.
სააკაშვილის თქმით, “ის, რაც მტერმა ვერ განახორციელა 2008-ში, მას გამოუვიდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებში მასიური ჩარევით და ივანიშვილის ხელისუფლებაში მოყვანით“
„ახლა რუსეთი გადასულია მისი ჰიბრიდული ოპერაციის ახალ ეტაპზე. ის ივანიშვილის და კრიმინალური სინდიკატის ხელით ცდილობს დაგვავიწყოს საკუთარი საამაყო ისტორია, დაგვიქვეითოს ეროვნული თვითშეფასება, რათა საბოლოოდ ადვილად დასამორჩილებლები გავხდეთ. არ გამოუვათ!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.
17 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ.
არაერთი მტკიცებულებით დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა. დაიწყო სამხედრო აგრესია, ქართველების ეთნიკური წმენდა და ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც ახლაც გრძელდება.
მსგავსი სიახლეები
ლამერტი: დღევანდელი შეხვედრის მიზანი უვიზო შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორებაა
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.