"ოცნება" აგვისტოს ომის დაწყებას საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას აბრალებს

07.08.25 15:46
"ოცნება" აგვისტოს ომის დაწყებას საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას აბრალებს

აგვისტოს ომიდან 17 წლის შემდეგაც, “ქართული ოცნება“ ომის დაწყებაში კვლავ ქართულ მხარეს ადანაშაულებს: "სააკაშვილი არის მთავარი შემოქმედი"- უთხრა დღეს "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ზარქუამ "ტვ პირველის" ჟურნალისტს.

ივანიშვილის გუნდის არცერთი წევრი დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე არ ყოფილა. ისინი ამბობენ, რომ ომის დაწყების თარიღი 8 აგვისტოა და ისევ იმეორებენ, რომ 2008 წელს საკუთარ ქვეყანას მიხეილ სააკაშვილი დაესხა თავს.

დღეს არის დღე, სადაც სააკაშვილი და რუსის ოკუპანტი დაესხა საქართველოს თავს...სააკაშვილი არის მთავარი შემოქმედი.. სტრატეგიული ობიექტები, 20% ტერიტორიების როგორ გაჩნდა და ბრძანება აქვს 8-ში გაცემული, ასე რომ კარგად წაიკითხეთ და მიხვდებით - ამბობს ირაკლი ზარქუა აგვისტოს ომის დაწყების 17 წლისთავზე.

მდინარაძე ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის 17 წლისთავი ხვალ აღინიშნება: 

7 აგვისტოს ჩვენდდავიწყეთ ომი, ნაციონალებმა რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, სადაც ეს ეწერა, - თქვა მან.

17 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ.

არაერთი მტკიცებულებით დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა. დაიწყო სამხედრო აგრესია, ქართველების ეთნიკური წმენდა და ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც ახლაც გრძელდება.

მსგავსი სიახლეები