"ოცნება" თბილისში სამთავრობო ქალაქის აშენებას გეგმავს
"ქართული ოცნება" თბილისში სამთავრობო ქალაქის აშენებას გეგმავს, შესაბამის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 4 აგვისტოს მოაწერა.
განკარგულების მიხედვით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისთვის საჭირო თანხები გაითვალისწინოს.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, 2026 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს, ფონდის წინადადების საფუძველზე, გაითვალისწინოს ამ განკარგულების შესაბამისად, 2026 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისთვის საჭირო თანხები," - წერია განკარგულებაში.
ცნობისთვის, "ქართული ოცნება" სამთავრობო ქალაქის მშენებლობას 2017 წელსაც გეგმავდა. მაშინდელმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პროექტი ორთაჭალაში განხორციელდებოდა.
მსგავსი სიახლეები
ლამერტი: დღევანდელი შეხვედრის მიზანი უვიზო შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორებაა
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.