„თავისუფლება მზიას! სილა რეჟიმს!"- ნინო დათაშვილის გზავნილი
„თავისუფლება მზიას! სილა რეჟიმს! ყველა მიყვარხართ“ - ეს წარწერები აჩვენა გამოცემა "პუბლიკას" ცნობით, დარბაზში მყოფ მოქალაქეებს ნინო დათაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტისა და პედაგოგის, ნინო დათაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
ნინო გამაგრდი, მარტო არ ხარ! - ეს სიტყვები კი "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელმა საკუთარ სასამართლო პროცესზე დასკვნით სიტყვაში თქვა.