ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ან ყველა ვიბრძვით ყოველდღე, ყოველ წამს, სანამ არ ვიგებთ, ან სიყალბის ნაწილი ვართ
"ან ყველა ვიბრძვით ყოველდღე, ყოველწამს, სანამ არ ვიგებთ, ან სიყალბის ნაწილი ვართ" - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
მისი თქმით, მოცემულ რეალობაში ისიც დასაფასებელია, რომ ცნობილი ადამიანები "ჯოჯოხეთურ მომენტებში ჩნდებიან და პოზიციას აფიქსირებენ", მაგრამ ამის შემდეგ მომავალ "ჯოჯოხეთურ მომენტამდე" ისევ გაქრობა შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი იყოს იმისა, "ჩვენს გარშემო რეალობა იქცა უკვე სრულ ჯოჯოხეთად".
მზია ამაღლობელზე დადებული ცნობილო ადამიანების FB ქარდები ვნახე, სადაც მის გათავისუფლებას ითხოვენ.
კარგია ეს. ამ რეალობაში ესეც დასაფასებელია, რა თქმა უნდა. მაგრამ, იქნებ მეტიც შეძლოთ?
მხოლოდ ჯოჯოხეთურ მომენტებში რომ ჩნდებით და აფიქსირებთ პოზიციას, და შემდეგ ისევ ქრებით, შემდეგი ჯოჯოხეთური მომენტის დადგომამდე, იქნებ ეგეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ აღარ დამთავრდა ასეთი ჯოჯოხეთური მომენტები? პირიქით, ჩვენს გარშემო რეალობა იქცა უკვე სრულ ჯოჯოხეთად.
როცა მთელი ქვეყანა ღრიალებს, მაგ დროს ერთი წინადადების გასროლა, მოვალეობის მოხდის გემოს ტოვებს.
უკაცრავად, საწყენად არ ვამბობ. არავის განაწყენების სურვილი არ მაქვს. მაგრამ გაჩუმებასაც ვერ ვახერხებ, დრო აღარ მაქვს.“პოლიტიკაში არ ვერევი” და “პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის”- ესეც არაა პასუხი. არც ჩემი არ არის. გავჩუმდებით მე-12 პენიტენციური და გარეთ კიდევ 4-5, პოლიტიკოსს რომ ვეძახით და მერე რა ხდება? მერე ვისი საქმეა პოლიტიკა?
ან ყველა ვიბრძვით ყოველდღე, ყოველწამს, სანამ არ ვიგებთ, ან სიყალბის ნაწილი ვართ.
ეგეთი დროა," - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
[ფოტო: არქივიდან]
მსგავსი სიახლეები
ლამერტი: დღევანდელი შეხვედრის მიზანი უვიზო შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორებაა
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.