ნორვეგიის საგარეო: მოვუწოდებთ რუსეთს, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა შეწყვიტოს
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და “რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს რომ საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა შეწყვიტოს.“
საგარეო უწყების თქმით, “რუსეთმა მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უნდა პატივი სცეს“
2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. ოკუპაცია 17 წლის შემდეგაც გრძელდება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა შეწყვიტოს და მისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს“, - წერს ნორვეგიის საგარეო უწყება X-ზე.
მსგავსი სიახლეები
ლამერტი: დღევანდელი შეხვედრის მიზანი უვიზო შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორებაა
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.