PACE: მზია ამაღლობელის განაჩენი არაპროპორციული და აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია

07.08.25 18:11
PACE: მზია ამაღლობელის განაჩენი არაპროპორციული და აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია

საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლებმა, ედიტე ესტრელამ და საბინა კუდიჩმა მზია ამაღლობელის 2 წლით პატიმრობაში გაშვება მკაცრად დაგმეს. 

მათი განცხადებით, სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია, დამოუკიდებელი მედიისა და დისიდენტური მოსაზრებების ჩასახშობად.

მომხსენებლებმა "ქართულ ოცნებას" მოუწოდეს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი. 

ეს სასჯელი არაპროპორციულია, აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული და სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების მაგალითია დამოუკიდებელი მედიისა და დისიდენტური მოსაზრებების ჩასახშობად. ჩვენ მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სრულად პატივი სცეს საქართველოს წევრობის ვალდებულებებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შესახებ," - განაცხადეს მომხსენებლებმა. 

ასევე PACE-ის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო ევროპის საბჭოს ათი წევრი სახელმწიფოდან ერთ-ერთია, რომლებიც ექვემდებარებიან ასამბლეის სრული მონიტორინგის პროცედურას, რომლის მიზანია დაეხმაროს ამ ქვეყნებს წევრობის ვალდებულებებისა და გაწევრიანების ვალდებულებების შესრულებაში.

მსგავსი სიახლეები