ჯინ შაჰინი: გავაორმაგებ ძალისხმევას MEGOBARI act-ის მიღებაზე

07.08.25 19:48
ჯინ შაჰინი: გავაორმაგებ ძალისხმევას MEGOBARI act-ის მიღებაზე

"გავაორმაგებ ძალისხმევას ორპარტიული, ორპალატიანი MEGOBARI აქტის მიღებაზე" - ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა და რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ უკანონო ომისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემდგომი ოკუპაციის მეჩვიდმეტე წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრა. 

მისი თქმით, 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრა საერთაშორისო საზოგადოებისთვის გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა ყოფილიყო, რომ რუსეთი მეზობლებზე დომინირებას აპირებს. 

სენატორი შაჰინი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები ხვდებიან რას ნიშნავს "რუსული სამყარო" და სწორედ ამიტომ, ისინი ეწინააღმდეგებიან "ქართული ოცნების" მცდელობებს, დააახლოოს ქვეყანა ანტიდემოკრატიულ, რუსული სტილის მმართველობასთან.

რუსეთის მიერ საქართველოში 2008 წელს შეჭრა საერთაშორისო საზოგადოებისთვის უნდა ყოფილიყო გამაფრთხილებელი ზარი, რომ რუსეთი აპირებს მეზობლებზე დომინირებას და საკუთარი აგრესიის დაფარვას. რუსეთის ულმობელი ქმედებები საქართველოში წინ უძღოდა იმავე სტილის მოქმედებებს უკრაინაში, რაც დღეს სრულმასშტაბიანი ომით ვლინდება. ქართველ ხალხს კარგად ესმის, რას ნიშნავს „რუსული სამყარო“. სწორედ ამიტომ, ისინი მტკიცედ ეწინააღმდეგებიან „ქართული ოცნების“ მთავრობის მცდელობებს, დააახლოოს ქვეყანა ანტიდემოკრატიულ, რუსული სტილის მმართველობასთან," - განაცხადა სენატორმა. 

ჯინ შაჰინი აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა განაგრძოს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ანექსიის უარყოფა.

ამ სამგლოვიარო წლისთავზე, შეერთებულმა შტატებმა უნდა განაგრძოს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ანექსიის უარყოფა. ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამ დემოკრატიული ღირებულებების რღვევით, რასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება ახორციელებს, და რაც წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. თუ ხელისუფლებას ნამდვილად სურს, პატივი მიაგოს რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნას, მან უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, როგორიცაა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და ხელახლა დაუბრუნდეს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს. მე კვლავ მტკიცედ ვუჭერ მხარს ქართველ ხალხს და გავაორმაგებ ძალისხმევას ორპარტიული, ორპალატიანი MEGOBARI act-ის მიღებაზე" -აცხადებს ჯინ შაჰინი. 

მსგავსი სიახლეები