17 წელი აგვისტოს ომიდან - ივანიშვილის გუნდის არც ერთი წარმომადგენელი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არ გამოჩენილა

07.08.25 20:23
17 წელი აგვისტოს ომიდან - ივანიშვილის გუნდის არც ერთი წარმომადგენელი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არ გამოჩენილა

აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა, თუმცა ამ თარიღს "ქართული ოცნების პრეზიდენტი" მიხეილ ყაველაშვილი დუმილით ხვდება. კაცი რომელიც სტატუსით საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია, აგვისტოს გმირებზე არაფერს ამბობს და არ გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას. ივანიშვილის პარტიის არცერთი წევრი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არ ასულა. დუმდა "ოცნების" პრეზიდენტი და დუმდა პარლამენტის თავმჯდომარეც. 

ვინც დუმილი დაარღვია საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში დაადანაშაულა. ირაკლი ზარქუას აზრით შვიდ აგვისტოს საქართველოს თავს მიხეილ სააკაშვილი დაესხა. სააკაშვილი მაშინ საქართველოს პრეზიდენტი იყო და ომის დაწყებაში მისი დადანაშაულება საკუთარი ქვეყნის დადანაშაულებას ნიშნავს. იგივეს აკეთებს რუსეთიც ომის დაწყების თარიღად რვა აგვისტოს, ომის დამნაშავედ კი სააკაშვილს აცხადებს. 

"ქართული ოცნებისგან" განსხვავებით მუხათგვერდის სასაფლაოზე, აგვისტოს ომის გმირებისთვის პატივის მისაგებად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მივიდნენ. მათ გულზე გმირების ხსოვნის სიმბოლოდ წითელი ყაყაჩო ჰქონდათ დამაგრებული, რომლიც მნიშვნელობაც წლების წინ ბიძინა ივანიშვილმა არც კი იცოდა. ოპოზიციაში აცხადებენ რომ "ქართული ოცნების" მთავარი რუსული დავალებაა, ომი საკუთარ ქვეყანას დააბრალონ და სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პარლამენტში მათ შორის წულუკიანის საგამოძიებო კომისია. 

აგვისტოს გმირებს დღეს პატივი მიაგეს აჭარაში. "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრებმა აგვისტოს მემორიალი ყვავილებით შეამკეს. "ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარემ კი სოფელ ალვანიდან, გიორგი ანწუხელიძის მემორიალიდან, "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ უთხრა, რომ ანწუხელიძე უკვდავია. ქალაქში კი, რომელიც 17 წლის წინ რუსული ჭურვებით იბომბებოდა, გამოჩნდა გიგანტური ბანერები "ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის".

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები