კობახიძე ჟურნალისტს: თქვენ დაიწყეთ ომი

08.08.25 11:34
კობახიძე ჟურნალისტს: თქვენ დაიწყეთ ომი

"8 აგვისტო არის ტრაგიკული თარიღი. ეს იყო უმძმესი ავანტიურა, ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ"- განცხადება ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდზე, აგვისტოს ომის გმირების საფლავზე გააკეთა. 

"ქართული ოცნების" ლიდერმა, ომის დაწყებაში ისევ წინა ხელისუფლება და მაშინდელი მთავარსარდალი, მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა. 

"ეს არ იყო თავდაცვითი ოპერაცია" - ამბობს საქართველოს პრემიერად დასაქმებული კაცი. 

"როდესაც გათენდა 8 აგვისტო, დილიდან მაშინდელი რეჟიმი გვიცხადებდა სიამაყით, რომ ისინი იღებდნენ სოფელს სოფელზე, დასახლებას დასახლებაზე, მიიწევდნენ წინ, შესული იყვნენ ცხინვალში, მიიწევდნენ როკის გვირაბისკენ - ეს არი იყო თავდაცვითი ოპერაცია, პირდაპირ გვიცხადებდნენ ისინი, რომ ახორციელებდნენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და ამისათვის ახორციელებდნენ შეტევით მოქმედებებს" - ამბობს ირაკლი კობახიძე.

მას შემდეგ რაც კრიტიკულმა მედიამ "ქართული ოცნების" პრემიერს მისი განცხადებების შესახებ კითხვები დაუსვეს, კობახიძემ იერიში ჟურნალისტებზე მიიტანა. 

"ნაცობა არის სირცხვილი და კატასტროფა
ნუ კივიხართ...  თქვენ ძალიან ნერვიულობ რა, იმიტომ, რომ თქვენ დაიწყეთ ომი". - უთხრა  ირაკლი კობახიძემ "ტვ პირველის" ჟურნალისტს.

"ქართული ოცნების" პრემიერის შეფასებით,  „ნაცობა“ იმას ნიშნავს, არ ვერ აზროვნებ, ან არ აზროვნებ.

„ნაცობა" ნიშნავს ლოგიკიდან ამოვარდნას. თქვენ არ გაგიგიათ ტერმინები: ყარაბაღის ომი, სამაჩაბლოს ომი? აფხაზეთი ომი? ანუ, შესაძლებელი ყოფილა, საკუთარ ტერიტორიაზე ომში ჩართვა ხომ? დედას ვფიცავარ, „ნაცობა“ არის კატასტროფა, მართლა კატასტროფა. „ნაცს“ ლოგიკა საერთოდ არ აქვს. „ნაცი“ რომ ხარ იმას ნიშნავს, არ ვერ აზროვნებ, ან არ აზროვნებ, ეს არის „ნაცობა...

ნერვიულობა ვის ეტყობა ხომ ჩანს? თქვენი კივილი ისმის და რატომ ნერვიულობთ? თქვენს სამარცხვინო პარტიას შეეწირნენ გმირი ჯარისკაცები“, - მიმართა კობახიძემ ჟურნალისტებს.

მსგავსი სიახლეები