თორნიკე რიჟვაძეს პირადად არ ვაწუხებ - ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძესთან პირადი კომუნიკაცია არ ჰქონია.
მუდმივ რეჟიმში ვინტერესდები თორნიკეს ჯანმრთელობით და მიხარია, რომ ის არის ჯანმრთელად... პირადად არ ვაწუხებ თორნიკეს, როცა იქნება ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, პირადადაც დიდი ინტერესით მოვიკითხავ...
რაც შეეხება ჩვენს მთავარ ინტერესს, ესაა, რომ თორნიკე იყოს ჯანმრთელად და მუდმივად ვინტერესდებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. იმედი გვაქვს, რომ მალე დაბრუნდება საქართველოში და დიდი სიხარულით შევხდებით“ - თქვა "ქართული ოცნების" ლიდერმა.
კობახიძემ დღეს მედიას უთხრა, რომ საგარეჯოში 7 ივლისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია „შესაბამის საგამოძიებო უწყებებთან“ უნდა გადაამოწოს.
- რიჟვაძის შესაძლო თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს, თუმცა უწყებას გამოძიების შედეგებზე საზოგადოების ინფორმირება ამ დრომდე არ მოუხდენია.
ყველაფერი ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერებს... გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გასაჯაროვდება ის, რაც უნდა გასაჯაროვდეს, დასამალი იქ არაფერი არ არის.
ყველაფერთან დაკავშირებით მაქვს ინფორმაცია, მაგრამ როგორ შეიძლება მე საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს ან ასე მოხდა ან ისე“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია გუშინ მამუკა მდინარაძემაც უარყო:
"ქართული ოცნების" ლიდერი, რომ აჭარს მთავრბის ყოფილი მეთური პირადად არ მოუკითხავს.
მეტიც, როგორც მდინარაძემ თქვა, რიჟვაძე მისი "უახლოესი მეგობარი არასდროს ყოფილა".
"ოცნების" წარმომადგენელი ამბობს, რომ რიჟვაძესთან არც დაურეკავს, რადგან ყოფილ მაღალჩინოსანს "ტელეფონი არ აქვს".
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ თურქეთში სამკურნალოდ მყოფ რიჟვაძესთან "საქმის დასალაგებლად" სწორედ მდინარაძე იყო წასული.
მდინარაძემ თურქეთში ყოფნა დაადასტურა თუმცა აღნიშნა, რომ ოჯახის წევრებთან ერთად დასასვენებლად იყო და რიჟვაძეს არ შეხვედრია.
პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ გუშინ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა.
საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.