რუსეთი "ოცნებას" თანამშრომლობას სთავაზობს
კრემლში "ქართული ოცნების" პოლიტიკას აქებენ - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინის თქმით, რუსეთი საქართველოსთან "ჯანსაღი პრაგმატული ურთიერთობის" განვითარებისთვის მზად არის.
"მზად ვართ ვიაროთ ორმხრივი ნორმალიზების გზით". – განაცხადა გალუზინმა.
„ქართული მხრიდან იყო მთელი რიგი, რამდენადაც მახსოვს, განცხადებები იმის შესახებ, როგორ ხედავს რუსეთთან მომავალ ურთიერთობებს. ჩვენ კი ვრჩებით მზადყოფნის პოზიციაზე საქართველოსთან ჯანსაღი, პრაგმატული თანამშრომლობა განვავითაროთ იქა, სადაც ეს ორივე მხარისთვის მომგებიანია და მზად ვართ ვიაროთ თბილისთან ორმხრივი ნორმალიზაციის გზით. ასე, რომ თბილისმა უნდა განსაზღვროს თავისი შემდგომი მოქმდებები“, - განუცხადა „იზვესტიას“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა.
მიმდინარე წლის მაისში, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა თქვა, რომ მოსკოვი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მიესალმება.
ამის პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლი, მარია ზახაროვა ითხოვს, რომ "თბილისმა ცხინვალსა და სოხუმთან ძალის არგამოყენების ხელშეკრულება დადოს".
მსგავსი სიახლეები
ლამერტი: დღევანდელი შეხვედრის მიზანი უვიზო შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორებაა
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.