შალვა პაპუაშვილი მზია ამაღლობელის პატიმრობას ელჩებს აბრალებს

08.08.25 12:58
შალვა პაპუაშვილი მზია ამაღლობელის პატიმრობას ელჩებს აბრალებს

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მზია ამაღლობელის განაჩენს იმ ელჩებს აბრალებს, რომლებიც მის პროცესს ესწრებოდნენ. 

პაპუაშვილის განმარტებით, "ზუსტად იმ ელჩების სინდისზე არის რომ საპროცესო გარიგება არ შედგა" და მზია ამაღლობელი 2 წლის პატიმრობაში გაუშვეს. 

ახლა ჩვენ როდესაც ვიხილეთ 24 საელჩოს განცხადება მზია ამაღლობელთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე, განაჩენზე, მათ შორის მანდ ამოვიკითხე საფრანგეთის ელჩის ხელმოწერაც, შეგახსენებთ რომ საფრანგეთში მაკრონზე სილის გარტყმისთვის ადამიანს მიუსაჯეს 18 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიადანაც მერე ვინაიდან პირმა ითანამშრომლა სასამართლოსთან, აღიარა თავისი დანაშაული - 4 თვე საპატიმრო მსჯავრად განსაზღვრა და 14 თვე პირობითად.

საქართველოში ანალოგიურ შემთხვევაში 24 თვე მიუსაჯა სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა, იყო ზუსტად ერთი და იგივე შემთხვევა... მათ შორის სასჯელიც არის მსგავსი, 18 თვე საფრანგეთში 24 თვე საქართველოში. განსხვავება ის არის რომ 4 თვე იყო საფრანგეში საპატიმრო და 14 არასაპატიმრო, იმის გამო რომ ითანამშრომლა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, აღიარა პირმა თავისი დანაშაული და ითანამშრომლა, ხოლო საქართველოში არც ითანამშრომლა, არც აღიარა და არც შეთავაზებულ საპროცესო გარიგებაზე წავიდა მზია ამაღლობელი.... და საფრანგეთის ელჩი ამას უწოდებს არაპროპორციულს...

იცით რაშია საქმე, თუკი სადმე ეძებს მზია ამაღლობელი ან მისი გულშემატკივრები დამნაშავეებს თუ რატომ არის ასეთი სასჯელი, ეს დამნაშავეები ისხდნენ იქ, იმ დარბაზში ელჩების სახით, რომლებიც აგულიანებდნენ მზია ამღლობელს -  არ აღიარო დანაშაული, არ ითანამშრომლო გამოძიებასთან, არ წახვიდე საპროცესო გარიგებაზე, ზუსტად იმ ელჩების სინდისზე არის რომ საპროცესო გარიგება არ შედგა..." - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. 

მსგავსი სიახლეები