თეა წულუკიანი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არ გამოჩენილა

08.08.25 13:42
თეა წულუკიანი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არ გამოჩენილა

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი, რუსეთ-საქართველოს ომის 17 წლისთავზე, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არ გამჩენილა.  

სად არის და რატომ არ გამოჩნდა მუხათგვერდზე "ქართული ოცნების" ლიდერი, ამის გარკვევას, "პირველები" შალვა პაპუაშვილთან შეეცადა, თუმცა მან ამ კითხვას არ უპასუხა. 

შალვა პაპუაშვილმა ისევ წინა ხელსიუფლების გაკრიტიკებას დაუთმო დრო და თქვა, რომ , ერთადერთი ვისაც გმირების ოჯახების უნდა ეშინოდეს სააკაშვილი და მირი რეჟიმია. 

წულუკიანმა მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, ისტორიული მათ შორის, საგამძიებო კომისიის ხელმძღვანელობით და იცით, რომ 400-ზე მეტი გვერდი არის დასკვნა, რომელიც შეიმუშავა საგამოძიებო კომისიამ და რომელსაც პარლამენტი სექტემბრის დასწყისში, პირველივე სხდომებზე განიხილავს და ვერდიქტს დადებს ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით. 

ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის მარიონეტულ რეჟიმთან დაკავშირებით, მათ შორის ომთან დაკავშირებით კომისიამ იმუშავა კომპეტენტურად და იხილავს ყველა პასუხებს კომისიისა და პარლამენტისა. 

გმირების ოჯახების უნდა ეშინოდეს და ძრწოდეს სააკაშვილი და მისი მარიონეტული რეჟიმი, რომელმაც საქართველოში ბევრი უბედურება დაატრიალა და რომლის დანაშაულებიც გამოიძია და დაიდება საბოლოო ვერდიქტი. ასე რომ უნდა ეშინოდეს "ნაცინალურ მოძრაობას", უნდა ეშინოდეს მის ყველა განშტოებას და უპირველესყოვლისა უნდა ეშინოდეს მის მფარველებს, რომლებიც "ნაციონალური მძრაობის" მწამებლურ რეჟიმს მფარველობდნენ და რომელსაც მთლიანად ამხელს პარლამენტის საგამოძიებო კომისია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გიორგი ანწუხელიძეს "სხვის პიარს უაზროდ შეწირული" უწოდა.

2008 წლის ომში რუსების მიერ წამებით მოკლული სამხედროს, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლი მაკა ჩიკვილაძე "ქართული ოცნების" წევრის, თეა წულუკიანის განცხადებას დღეს გამოეხმაურა.

მაკა ჩიკვილაძის თქმით,  მისი ქმარი სამშობლოს სიყვარულს შეეწირა და არა პიარს, როგორც ამას კულტურის ყოფილი მინისტრი ამბობს. 

მსგავსი სიახლეები