ფავლენიშვილი: ძალიან კარგად იცის კობახიძემ, რომ ქვეყანას ღალატობს
"ძალიან კარგად იცის კობახიძემ, რომ ქვეყანას ღალატობს" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2008 წლის ომი "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო, რომელიც ხელისუფლებაში გაყალბებული არჩევნებით დარჩა.
რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი, რადგან ყველამ კარგად იცით, რომ საქართველოს ჰყავდა კანონიერად არჩეული ხელისუფლება და იმხელა მხარდაჭერა, რაც მაშინ ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას, არ ვიცი თუ ჰქონია რომელიმე ხელისუფლებას საქართველოს უახლოეს ისტორიაში და ზოგადად ეს ბრალდება ვიცით კარგად რას ნიშნავს, რადგან კარგად ვიცით თუნდაც მილოშევიჩის რეჟიმის პირობებში რა ფასის გადახდა მოუწიათ სერბებს, ამიტომ ძალიან კარგად იცის საერთაშორისო სამართალი ამ კაცმა და კარგად იცის, რომ ქვეყანას ღალატობს და ქვეყნის ინტერესებს აყენებს უკანა პლანზე," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.