სააკაშვილი: ივანიშვილის მოლაპარაკე თოჯინების განცხადებები ემსახურება ქართული სახელმწიფოს საბოლოო განადგურებას

08.08.25 16:40
სააკაშვილი: ივანიშვილის მოლაპარაკე თოჯინების განცხადებები ემსახურება ქართული სახელმწიფოს საბოლოო განადგურებას

"ივანიშვილის მოლაპარაკე თოჯინების განცხადებები ემსახურება ქართული სახელმწიფოს საბოლოო განადგურებას" - ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტო, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, რეჟიმის სასწრაფოდ შესაცვლელად პასუხი უნდა იყოს მხოლოდ ერთი - შეუპოვარი, თავგანწირული ბრძოლა.

ივანიშვილის მოლაპარაკე თოჯინების განცხადებები ემსახურება ქართული სახელმწიფოს საბოლოო განადგურებას და ქართველი ხალხის საბოლოოდ, სამშობლოს გარეშე დატოვებას.

ჩვენი პასუხი უნდა იყოს მხოლოდ ერთი - შეუპოვარი, თავგანწირული ბრძოლა ამ რუსული მარწუხების ჩასაჭრელად და შესაბამისად, რეჟიმის სასწრაფოდ შესაცვლელად.

ჩვენი ვალდებულებაა რომ 2008 წლის და აფხაზეთის ომების მსხვერპლი ტყუილი არ აღმოაჩნდეს და ყველას დავუმტკიცოთ  რომ დღესაც ვართ მოწოდების სიმაღლეზე, გვიყვარს საქართველო და მზად ვართ ყველაფერი გადავდოთ მის გადასარჩენად.

გავიმარჯვებთ სახელოვნად!" - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები