"კაცური მაჟორიტარები "- ქალებისთვის კალაძის გუნდში ადგილი ვერ გამოინახა

08.08.25 20:46
"კაცური მაჟორიტარები "-  ქალებისთვის კალაძის გუნდში ადგილი ვერ გამოინახა

“ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გუშინ თბილისს 25 წევრიანი მაჟორიტარების კანდიდატთა სია გააცნო. ადამიანები, რომლებიც „ოცნების“ დავალებებს ერთგულად ემსახურნენ, დაჯილდოვდნენ და თბილისის საკრებულოს კანდიდატთა სიაში კიდევ ერთხელ აღმოჩდნენ.

25-წევრიანი სიიდან ვერ ვიხილეთ ვერცერთი ქალი.  კალაძემ წინასაარჩევნო კამპანია „კაცურ ძალაზე“ დააფუძნა.  

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, თბილისის საკრებულოს დაკომპლექტება კალაძემ ისეთი ხალხით გადაწყვიტა, ვინც მმართველ გუნდს სრულ მორჩილებას გამოუცხადებს.  ამ შემთხვევაშიც პრიორიტეტი პარტიის იმ წევრებს მიენიჭათ, ვინც კორუფციულ სქემებზე თვალს დახუჭავს და მერის  დავალებებს პირნათლად შეასრულებს.

2024 წელს, დაჩქარებული წესით მიღებული კანონი, რომლითაც საკრებულოებში მაჟორიტარების რაოდენობა გაიზარდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კალაძის მიერ წარდგენილი 25 ადამიანი ხალხის გასაკონტროლებლად იქნება დანიშნული და არა მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად. 

დეტალები ნახეთ თეკლა დონაძის სიუჟეტში

მსგავსი სიახლეები