ლიპავსკი: მზიას საქმე საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას ასახავს

08.08.25 18:03
ლიპავსკი: მზიას საქმე საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას ასახავს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი სოციალურ ქსელში მზია ამაღლობელის განაჩენს ეხმიანება და მას “პოლიტიზებულ პატიმრობას“ უწოდებს.

ლიპავსკის თქმით, “მისი საქმე ასახავს საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას“

მკაცრად ვგმობ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პოლიტიზებულ 2-წლიან პატიმრობას, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც პატიმრობაში გაუარესდა. მისი საქმე ასახავს საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას. ჩეხეთი სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ გასამართლებულ პირს და მოუწოდებს მათი გათავისუფლებისკენ,- წერს ის.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

მსგავსი სიახლეები