ივანიშვილი დგას არაფერზე და ჯეკასაც, ბიძინასაც, კობახიძესაც და ოხანაშვილსაც კუდიგორის გზას გაუყენებს ქართველი ერი- ხაბეიშვილი

08.08.25 22:26
ივანიშვილი დგას არაფერზე და ჯეკასაც, ბიძინასაც, კობახიძესაც და ოხანაშვილსაც კუდიგორის გზას გაუყენებს ქართველი ერი- ხაბეიშვილი

ბიძინა ივანიშვილი დგას არაფერზე- ის დღეს დგას გეკაზე, მდინარაძეზე, ოხანაშვილზე და კობახიძეზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური “მოძრაობის ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ინგა გრიგოლიას “დღის ამბებში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ყველა, ვინც ფიქრობს, რომ „ოცნებამ“ დღეს გმირების საფლავებზე დააფურთხა, ერთად უნდა დადგეს და დედას უტირებენ ამათ“.

ხაბეიშვილი ოხანაშვილსაც მიმართავს და ეუბნება, რომ “ქართველი ხალხი მათ კუდიგორის გზას გაუყენებენ და არანაირი პარტნიორი მათ აღარ ჰყავთ.“

ბიძინა ივანიშვილი დგას არაფერზე- ის დღეს დგას გეკაზე, მდინარაძეზე, ოხანაშვილზე და კობახიძეზე. ვინც არ არის მოღალატე, ვინც ფიქრობს, რომ დღეს გმირების საფლავზე დააფურთხეს, ყველანი რომ დავდგეთ ერთად, დედას ვუტირებთ. ბიძინას არანაირი პარტნიორი აღარ ჰყავს, გაშლილი მაგიდა, სამი სამზე, მაგიდა აყირავდა და ახლა ზის ეს ორი დეგენარატი ბიძინა და პუტინი და არავინ სხვა. ინდოეთმაც კი უარი თქვა რუსეთის ნავთობის მიღებაზე. 

ოხანაშვილს უნდა ესმოდეს, ე, ფოხან, ეგრე არ არის თქვენ რომ გგონიათ, დედას გიტირებენ, თქვენ რომ გლობალური ომის პარტიას ეძახით, ეგენი ბევრად მაგრები არიან, ვიდრე შენი პუტინი, ამიტომ შენც, ჯეკასაც, ბიძინასაც, კობახიძესაც, კუდიგორის გზას გაგიყენებთ ქართველი ერი. მარტო ხართ, პარტნიორი აღარ გყავთ, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები