სალომე ზურაბიშვილი ტრამპს, ფაშინიანს და ალიევს: თქვენი წარმატება კავკასიაში მშვიდობისა და პროგრესის წარმატებაა
სალომე ზურაბიშვილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას მიესალმება.
მისი თქმით, “ქართველებმა მშვიდობისა და დამოუკიდებლობის ფასი იციან და ამ დიდ მიღწევას აფასებენ.“
„დონალდ ტრამპს, ნიკოლ ფაშინიანს და ილჰამ ალიევს - თქვენი წარმატება კავკასიაში მშვიდობისა და პროგრესის წარმატებაა. ქართველებმა მშვიდობისა და დამოუკიდებლობის ფასი იციან და ამ დიდ მიღწევას აფასებენ, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში რუსეთი ხელს უშლიდა“, - წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
8 აგვისტოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.