რადგან გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, რომ 5-იანი „ნაციონალურ მოძრაობას“ “აახიონ“, კი ბატონო, წაიღონ-ლევან სანიკიძე

09.08.25 13:53
რადგან გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, რომ 5-იანი „ნაციონალურ მოძრაობას“ “აახიონ“, კი ბატონო, წაიღონ-ლევან სანიკიძე

როდესაც ვამბობთ, რომ საკუთარი სიცოცხლით და ჯანმრთელობით ვრისკავთ, საარჩევნო ნომერზე ნამდვილად ვერ ვიქნებოდით გამოკიდებული, თუ უნდათ 5-იანის წაღება, შეუძლიათ კარგად წაიღონ და დააბინაონ შესაბამის ადგილზე,- ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი, ლევან სანიკიძე, ცესკოს გადაწყვეტილებას, მათთვის საარჩევნო ნომრების ჩამორთმევაზე.

მისი თქმით, “როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, 5-იანი დაუბრუნდება მის პატრონს. “

როდესაც ვამბობთ, რომ საკუთარი სიცოცხლით და ჯანმრთელობით ვრისკავთ, საარჩევნო ნომერზე ნამდვილად ვერ ვიქნებოდით გამოკიდებული, თუ უნდათ 5-იანის წაღება, შეუძლიათ კარგად წაიღონ და დააბინაონ შესაბამის ადგილზე და როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, 5-იანი დაუბრუნდება მის პატრონს. 

ჩვენ თავის დროზე მოვიხადეთ ის ვალდებულება, როგორც მაგალითად მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით იყო, როდესაც საპარლამენტო დაფინანსების არ მიღებასთან დაკავშირებით იყო, ჩვენ მივმართეთ ცესკოს, რომ 5-იანის ბედი ყოფილიყო ჩვენს ხელში, თუ ის დაგვრჩებოდა ჩვენ, არ იქნებოდა საარჩევნო ბიულეტინზე, თუმცა, რადგან გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, რომ 5-იანი „ნაციონალურ მოძრაობას“ “აახიონ“, კი ბატონო, წაიღონ, წაიღონ და დააბინაონ იქ, სადაც მათ, როგორც წესი სხვა დოკუმენტების შენახვაც მოუწევთ, მათ შორის იმ კომისისიის დასკვნის, რომლის გამოქვეყნებასაც სექტემბერში აპირებენ,- განაცხადა სანიკიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცესკო-სთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე არ მიმართვის გამო, საარჩევნო ნომრები დაკარგეს.

მსგავსი სიახლეები