კობახიძემ ფაშინიანს და ალიევს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება მიულოცა
პირველი ოფიციალური მილოცვა საქართველოდან-კობახიძემ ფაშინიანს და ალიევს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება მიულოცა.
კობახიძე წერს, რომ “საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა რეგიონულ მშვიდობას და მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.“
საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება. დონალდ ტრამპს, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს ამ წარმატებას, მნიშვნელოვანი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასა და რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას ვულოცავ. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა რეგიონულ მშვიდობასა და თანამშრომლობას და მის ურყევ მხარდაჭერას გააგრძელებს“, - წერს კობახიძე.
8 აგვისტოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.