საქართველო სამძიმარს იღებს - საერთაშორისო გამოხმაურებები

09.10.21 17:31
საქართველო სამძიმარს იღებს - საერთაშორისო გამოხმაურებები

ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, საქართველო მეზობელი ქვეყნებისგან სამძიმარს იღებს. 

ცოტა ხნის წინ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური კომენტარი გამოავეყნა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. სომხეთი ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

ვწუხვართ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო. ჩვენ ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. სომხეთი სოლიდარობას გამოხატავს მეგობარი ქართველი ხალხის მიმართ", - წერია სამინისტრო ტვიტერზე.

 სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ საქართველოს - ეს კი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების ამონარიდია. 

ჩვენ ძალიან დაგვამწუხრა ინფორმაციამ ბათუმში შვიდსართულიანი სახლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით. გულწრფელად ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს და ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ საქართველოს", - წერია ტვიტერზე.

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ტრაგედიას განცხადებით გამოეხმაურა შვედეთის საელჩო საქართველოში:

ძალიან ვწუხვართ და თანაგრძნობას ვუცხადებთ ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენი ფიქრები, პირველ რიგში, მათთან, იმ ოჯახებთანაა, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები. ვიმედოვნებთ, რომ დაშავებულები მალე გამოჯანმრთელდებიან და ვუსურვებთ გამძლეობას მამაც სამაშველო სამსახურის მუშაკებს, მათ ძალისხმევაში", - აღნიშნავს საელჩო. 

 

მსგავსი სიახლეები