ბათუმის აეროპორტში თელავივი-ბათუმის თვითმფრინავი რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ ჯდებოდა

10.08.25 13:06
ბათუმის აეროპორტში თელავივი-ბათუმის თვითმფრინავი რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ ჯდებოდა

თვითმფრინავი ISR885, რომელიც თელავივი-ბათუმის რეისს ასრულებს,  ბათუმის აეროპორტში მხოლოდ მესამე მცდელობისას დაჯდა. 

თვითმფრინავი ISR885 რამდენიმე წუთის განმავლობაში ზღვის თავზე მანევრირებდა. 

თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში მესამე მცდელობისას დაახლოებით 12:56 საათზე დაჯდა. 

შეფერხების მიზეზი, სავარაუდოდ უამინდობაა. 

მსგავსი სიახლეები