ჩვენი ვარაუდით, არცერთი დაკარგული აღარ არის - ბათუმში სამძებრო ღონისძიებები შეწყდა
"ბათუმში, მომხდარს 2 ადამიანი გადაურჩა, გარდაიცვალა 3 არასრულწლოვანი, ერთია 7 წლის, მეორე წლისა და 3 თვის და მესამე 12 წლის. დანარჩენი გარდაცვლილები კი სრულწლოვანები არიან "- ინფორმაცია მედიას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მიაწოდა.
მისივე განცხადებით, ნანგრევებიდან ყველა ადამიანი ამოიყვანეს და ამიტომ, ადგილზე სამძებრო სამუშაოები შეჩერდება.
მინისტრის თქმით, ადგილზე ჩამოშლის საფრთხე ისევ არსებობს:
პირველ რიგში, მინდა ოჯახებს მივუსამძიმრო. ძალიან მძიმე სიტუაციაა, 9 ადამიანია გარდაცვლილი. ახლა ვიპოვეთ ერთი გარდაცვლილი, ვისაც ვეძებდით. ჩვენი ვარაუდით, არცერთი დაკარგული აღარ არის და შესაბამისად, სამძებრო სამუშაოები შეჩერდება. მშენებლები ვარაუდობენ, რომ ადგილზე საფრთხე ისევ არის, ვინაიდან, შესაძლოა, კიდევ მოხდეს რაღაცის ჩამოშლა", - უთხრა მედიას გომელაურმა.