"ჩვენ ყველანი შენთან ვართ მზია" - სინდისის პატიმრის წერილი მზია ამაღლობელს

10.08.25 13:23
"ჩვენ ყველანი შენთან ვართ მზია" - სინდისის პატიმრის წერილი მზია ამაღლობელს

"ჩვენ ყველანი შენთან ვართ მზია და მე ვიცი ზუსტად რომ ეს უსამართლობა და განუკითხაობა ძალიან მალე დამთავრდება! ძალიან მალე!"- სინდისის პატიმარი ვასილ კაძელაშვილი ციხიდან მზია ამაღლობელის მხარდამჭერ წერილს ავრცელებს.

მიმართვა 3 აგვისტოთი თარიღდება. 

მე გახლავართ ვასილ კაძელაშვილი და ამ წერილის პირველი აბზაცი მინდა მივუძღვნა ქალბატონ მზია ამაღლობლის მხარდაჭერასა და ჩემს მისდამი პატივისცემაზე დამყარებულ გვერდით დგომას.

ჩვენ ყველანი შენთან ვართ მზია და მე ვიცი ზუსტად რომ ეს უსამართლობა და განუკითხაობა ძალიან მალე დამთავრდება! ძალიან მალე!

მე მინდა, ჩემი უდიდესი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო ყველა ჟურნალისტის მიმართ. თქვენ გმირები ხართ  და იმედი ხართ თითოეული ჩვენგანისთვის. თქვენი შრომა საქართველოს პატრიოტიზმია,საქართველოს უდიდესი სიყვარულია და გმირობაა. გულწრფელი მადლობა მინდა რომ გადაგიხადოთ ჩვენს გვერდით დგომისთვის. ამაყი ვარ იმით, რომ თქვენ არსებობთ, ამაყი ვარ იმით რომ საქართველოს ჰყავს სიმართლისთვის თავგანწირული პატრიოტები თქვენი სახით. თქვენ ნამდვილად გმირები ხართ. 

თქვენ ჩვენი ქვეყნის ღირსება და ხმა ხართ, ხმა თავისუფლების, ხმა სიმართლისა და ხმა გამარჯვებისა“, - ნათქვამია წერილში.

მსგავსი სიახლეები