როგორი მეთოდებით ებრძვის რუსეთი ევროპულ დემოკრატიას - მკვლევარებმა კრემლის სცენარი გაშიფრეს
სეპარატიზმის გაღვივება, დეზინფორმაცია და ჩარევა ყალბი საბაბით - როგორია ოკუპანტის ხელწერა, რომლითაც რუსული ჯარები ან რბილი ძალა სუვერენულ ქვეყნებზე გავლენას ახდენს?!
ანალიტიკურ სტატიას ჰიბრიდულ ომზე აქვეყნებს გამოცემა, რომელიც ევროკავშირის დიპლომატიური მისიის ფარგლებში რუსულ დეზინფორმაციას ებრძვის. მკვლევარები ამბობენ, რომ მოსკოვი, ქვეყანაში შეჭრას დიდი ხნით ადრე ამზადებს. ყველაფერი დეზინფორმაციის და პროპაგანდის ნარატივებით იწყება და სრულდება საჯარო პოზიციონირებით, რომ "რუსეთი იძულებული გახდა ქვეყანაში შეჭრილიყო".
გამოიკვეთა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების დემოკრატიული მმართველობა და სუვერენიტეტის შენარჩუნება რუსეთისთვის წითელი ხაზია. კრემლი სამეზობლოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საპასუხოდ დესტაბილიზაციას და ოკუპაციას უპირისპირებს. პუტინის რეჟიმი მხარს უჭერს ადგილობრივ სეპარატისტულ მოძრაობებს და იყენებს სამხედრო ძალას მარიონეტული რეჟიმების შესაქმნელად, ასეთ მომენტებში კი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს იმ სახელმწიფოების პასუხი, ვინც იერიშის ობიექტია.რას დაუპირისპირებს პროპაგანდას და ეყოლება თუ არა ძლიერი საერთაშორისო პარტნიორები.