საპოლიციო ძალებმა დაკავებების სერია განაახლეს - აქტივისტები რეპრესიების ახალ ტალღაზე საუბრობენ
სამოქალაქო აქტივისტი, იოსებ ჯანდიერი საპატრულო პოლიციამ რუსთაველის გამზირზე შვილის თვალწინ, ძალის გამოყენებით დააკავა. თორნიკე ჯანდიერი ამბობს, რომ პოლიციამ აქტივისტს არც კი განუმარტა რის საფუძველზე ხდებოდა მისი დაკავება. რამდენიმე საათის განმავლობაში არავინ იცოდა, სად იყო რუსთაველის გამზირიდან გატაცებული აქტივისტი, ბოლოს კი ოჯახის წევრებმა დიღმის იზოლატორში აღმოაჩინეს.
აქტივისტი პროცესის ჩანიშვნის მოლოდინშია, წინასწარი დაკავების იზოლატორში ის ადვოკატმა უკვე მოინახულა, იურისტების არ გამორიცხავენ, რომ იოსებ ჯანდიერის დაკავების მიზეზი მისი აქტიურობა გამხდარიყო, რადგან აქტივისტი ყოველ დღე საპროტესტო აქციებზე იდგა და არ ტოვებდა სინდისის პატიმრების სასამართლო სხდომებს.
სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან ის აქტივისტებიც, ვისაც პოლიცია ხელბორკილები თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაადო, პროცესი 13 აგვისტოს არის ჩანიშნული.