ვემსახურები ხალხსა და სახელმწიფოს! - ყოფილი საჯარო მოხელეები კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ
დედაქალაქში პროტესტის კიდევ ერთი საღამო შედგა - თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ამჯერად საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები გავიდნენ. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ იმისთვის, რომ საქართველო ევროპის ნაწილი გამხდარიყო, თუმცა ბოლოს ისე გამოვიდა, რომ როგორც თავად ამბობენ, სწორედ ამ მიზეზით აღმოჩნდნენ უსამსახუროდ.
ქუჩის პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები დანებებს არ აპირებენ. ამბობენ, რომ დაუღალავი ბრძოლა არის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც დაიცავს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს.
საპროტესტო მარშის მონაწილეები წუხელ საგარეო საქმეთა სამინისტროდან რუსთაველამდე მსვლელობით მივიდნენ.