აშშ სამხრეთ კავკასიაში საუკუნოვანი მშვიდობის გარანტორი ხდება - საქართველო შეთანხმების მიღმაა

10.08.25 20:10
აშშ სამხრეთ კავკასიაში საუკუნოვანი მშვიდობის გარანტორი ხდება - საქართველო შეთანხმების მიღმაა

საქართველო ისტორიული შეთანხმების მიღმა - რას დაკარგავს ჩვენი ქვეყანა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დადებული  სამშვიდობო ზავის შემდეგ.

 35 წლიანი მტრობის შემდეგ ორი ქვეყანა დამეგობრებას იწყებს. სამხრეთ კავკასიაში საუკუნოვანი მშვიდობის მთავარი გარანტორი კი ამერიკა ხდება.  

ექსპერტების შეფასებით, ტრამპის გზაა რეგიონში უზარმაზარ შესაძლებლობებს ქმნის. იგეგმება სატრანსპორტო დერეფნის გაკეთება, ზანგეზურის კორიდორის შექმნით. 

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საქართველომ შესაძლოა, მთავარი ტრანზიტული ღირებულება დაკარგოს. არადა ექსპერტების თქმით, ეს უკანასკნელი რეგიონში მეტ ეკონომიკურ წინსვლას და სტაბილურობას მოიტანს.

რატომ არავის გავახსენდით? - ოპოზიციაში ამბობენ, რომ მიზეზი "ქართული ოცნების" პოლიტიკაში იმალება.

ივანიშვილის ოპონენტების თქმით, "ქართული ოცნება" დღეს  დასავლეთისთვის  არასანდო მოკავშირედ გამოიყურება.  

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ალიევის, ფაშინიანისა და ტრამპის შედგენილმა სამშვიდობო გეგმამ კი პირდაპირ ჩამოანგრია ოცნების ნაშენები პროპაგანდა ომის შესახებ.  

სამხრეთ კავკასიაში ახლა  ისტორიის ახალი თავი იწერება - ამბობენ "პირველების" რესპოდენტები. 

საქართველო შეთანხმების მიღმა - ნინ ო  ელიკაშვილი დეტალებით 

მსგავსი სიახლეები