პროტესტი თვალჭრელიძეზე: სოციალურად დაუცველები პროტესტის ახალ მასშტაბზე გადადიან

10.08.25 20:03
პროტესტი თვალჭრელიძეზე: სოციალურად დაუცველები პროტესტის ახალ მასშტაბზე გადადიან

თვალჭრელიძის ქუჩაზე, ძალადობრივად გამოსახლებულები მე-18 დღეა ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილები.

სოციალურად დაუცველები  პროტესტის ახალ მასშტაბზე გადადიან:  მოქალაქეებს ნახევრად დანგრეული შენობის შესასვლელი აქვთ ბლოკირებული.  მათი თქმით, ვიდრე მათთან მოსალაპარაკებლად ინვესტორიარი მივა, ტერიტორიაზე არავის შეუშვებენ.

40-მდე ოჯახი ყურადღებას სთხოვს. ღია ცის ქვეშ დარჩენილი ხალხი  თანახმაა, ძველი ქარხნის ტერიტორიიდან ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადათვლაზე. 

როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, გამოსახლებიდან 2 კვირის შემდეგაც არ აქვთ თავშესაფარი.

თითოეული მოქალაქის საცხოვრისით დაკმაყოფილება სახელმწიფოს პირველი საზრუნავი უნდა იყოს, თუმცა კალაძემ ხელი დაიბანა - ეუბნებიან აქციის მონაწილეები "პირველებს". 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები ძალადობრივი გზით 24 ივლისს გამოასახლეს.

იმავე ღამეს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 17 ადამიანი დააკავა.

ფოტო: მაუწყებელი

მსგავსი სიახლეები