მარნეულში ავტომობილი "ლიბერთი ბანკში" შევარდა (ფოტო)
მარნეულში დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი "ლიბერთი ბანკში" შევარდა - ინფორმაციას ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი ავრცელებს.
მისი თქმით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ამავე ბანკში ავტომობილი შევარდა.
მარნეულიდან გავრცელებული ფოტოს მიხედვით, შემთხვევის ადგილზე მინიმუმ 2 პოლიციელი იმყოფება.
მომხდარის სხვა დეტალები ამ დროსთვის უცნობია.