ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს არ სურს მკვლელობების შეჩერება, საჭიროა სანქციები

11.08.25 10:29
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს არ სურს მკვლელობების შეჩერება, საჭიროა სანქციები

"რუსეთს არ გადაუდგამს რეალური ნაბიჯი მშვიდობისკენ, არანაირი ქმედება ხმელეთზე ან ჰაერში, რამაც შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელსნსკი ვიდეო-მიმართვაში საუბრობს. 

გუშინ, 10 აგვისტოს, უკრაინის რეგიონებზე რუსეთის ჯარების მორიგი შეტევის შედეგად, ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთისგან არ ჩანს რეალური ნაბიჯები მშვიდობისკენ, ამიტომ საჭიროა ახალი სანქციები და ზეწოლა.

მთელ ფრონტის ხაზზე, ქალაქებსა და სოფლებში, რუსებმა კვლავ განაგრძეს ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა. არანაირი ვადა, არანაირი მოლოდინი არ მოქმედებს მათზე - მათ არ სურთ მკვლელობების შეჩერება. ერთადერთი, რასაც ისინი ეძებენ, არის უკრაინის განადგურების გზა.

ჩვენ ნათლად გვესმის საფრთხეები. ჩვენი ყველა პარტნიორი ასევე ნათლად ხვდება საფრთხეებს. ყველა ხედავს, რომ რუსეთს არ გადაუდგამს რეალური ნაბიჯი მშვიდობისკენ, არანაირი ქმედება ხმელეთზე ან ჰაერში, რამაც შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს.

სწორედ ამიტომ არის საჭირო სანქციები, საჭიროა ზეწოლა. საჭიროა ძალა - უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატების ძალა, ევროპის ძალა, მსოფლიოს ყველა ერის ძალა, რომელსაც სურს მშვიდობა და სტაბილურობა საერთაშორისო ურთიერთობებში. თუ რუსეთს არ სურს ომის შეჩერება, მაშინ მისი ეკონომიკა უნდა გაჩერდეს"- თქვა ზელენსკიმ.