ყველა უნდა ვსაუბრობდეთ, როგორ გავამთლიანოთ ქვეყანა მშვიდობიანი გზით და არ ვსაუბრობდეთ იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი-თეონა აქუბარდია
სამწუხაროა, როდესაც 17 წლის თავზე, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობდეთ ქვეყნის მშვიდობიან გამთლიანებაზე, დეოკუპაციაზე, მათ შორის იმ ვალდებულებს ვახსენებდეთ რუსეთს, რომელიც მან დაარღვია, დღეს ვსაუბრობთ აბსოლუტურად სხვა თემაზე და კითხვის ნიშნები დგას ომის დაწყებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ შინდისის მემორიალთან განუცხადა.
მისი თქმით, კითხვაზე: - „ვინ დაიწყო ომი?“ პასუხი გაცემულია როგორც სტრასბურგში, ასევე ჰააგაში და სრულიად დასავლეთმა ეს აღიარა.
ეს, რა თქმა უნდა, არის რთული დღე, თუმცა, იმავდროულად, არის სიამაყის ისტორია, იმიტომ, რომ ეს არის გმირობა, რაც მათ ჩაიდინეს. სამწუხაროა, როდესაც 17 წლის თავზე, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობდეთ ქვეყნის მშვიდობიან გამთლიანებაზე, დეოკუპაციაზე, მათ შორის იმ ვალდებულებს ვახსენებდეთ რუსეთს, რომელიც მან დაარღვია, დღეს ვსაუბრობთ აბსოლუტურად სხვა თემაზე და კითხვის ნიშნები დგას ომის დაწყებასთან დაკავშირებით. ეს არის დღე, როდესაც ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანები და დღე, როდესაც ყველა უნდა ვსაუბრობდეთ, როგორ გავამთლიანოთ ქვეყანა მშვიდობიანი გზით და არ ვსაუბრობდეთ იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი. ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია როგორც სტრასბურგში, ასევე ჰააგაში და სრულიად დასავლეთმა ეს აღიარა,-განაცხადა აქუბარდიამ.