კობახიძემ "ოცნების" ყოფილი წევრები "დიფ სთეითის" ჩანერგილ აგენტებად" გამოაცხადა

11.08.25 12:50
კობახიძემ "ოცნების" ყოფილი წევრები "დიფ სთეითის" ჩანერგილ აგენტებად" გამოაცხადა

 

 

ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ყოფილი თანაგუნდელები "დიფ სთეითის მიერ ჩანერგილებად" გამოაცხადა - "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის თქმით, საქმე ეხება 10 დეპუტატს, რომლებიც 2018 წელს მმართველ პარტიას წარმოადგენდნენ. 

მისი თქმით, ამ შემთხვევაში გიორგი გახარიას არ გულისხმობს. 

ეს განცხადება კობახიძემ შინდისის გმირების მემორიალთან გააკეთა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ომთან გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ მაშინ ზურაბიშვილის დაცვა ვერ შეძლეს, რადგან პრეზიდენტის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას "ქართული ოცნების" გუნდში უკმაყოფილება მოჰყვა. 

მისი მტკიცებით, ხმაურიანი ინტერვიუს შემდეგ სალომე ზურაბიშვილს მისივე კაბინეტში, პიარ ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა და ურჩია, რომ პოზიცია შეერბილებინა: 

2018 წლამდე ამ პარტიის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ ომი მათ არ დაუწყიათ. 2018-ში კი სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ომი საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო და ამან ენმ-ს ერთგვარი საბაბი მისცა, რომ საპირისპირო ემტკიცებინათ.

მაშინ, როცა ზურაბიშვილმა ეს განცხადება გააკეთა, ჩვენ მისი დაცვა გაგვიჭირდა, მაშინ გუნდის შიგნით პრობლემები გვქონდა.

2018 წელს ქართულ ოცნებაში "დიფსთეითის" აგენტურა იყო. მაშინ ჩვენს გუნდში 10-ზე მეტი დეპუტატი იყო ჩანერგილი"- თქვა კობახიძემ. 

მასალა ახლდება 

მსგავსი სიახლეები