თავისუფლება მიშას - თბილისში მრავალათასიანი აქცია დაანონსდა

09.10.21 22:25
თავისუფლება მიშას - თბილისში მრავალათასიანი აქცია დაანონსდა

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია თბილისში - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და თბილისში მერობის საერთო კანდიდატმა ნიკა მელამ ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი შეკრება 14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე, 18:00 საათზე გაიმართება. 

უნდა შევიკრიბოთ ძალიან, ძალიან ბევრი თბილისში, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე. იმდენი უნდა შევიკრიბოთ, როგორც არასდროს, გავლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ. მთავარი მიზეზი შეკრების რა არის - ჩვენი, ცალკე აღებული ნაციონალური მოძრაობის ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი იქ არ იყოს, სადაც მისი ადგილი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს და გაიგოს, რომ ასე არ არის ბიძინა ივანიშვილო - ვისაც გინდა დაიჭერ, ჩასვამ და შენი ბინძურ პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ. ამიტომ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ თარიღს​6 საათზე - თავისუფლების მოედანზე, 14 ოქტომბერს. უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები