ყაველაშვილი: ოცნებას არასდროს გაუმართლებია რუსეთის საქციელი

11.08.25 13:03
ყაველაშვილი: ოცნებას არასდროს გაუმართლებია რუსეთის საქციელი

ქართულ ოცნებას არასდროს გაუმართლებია რუსეთის საქციელი ჩვენ ისინი დავამარცხეთ ყველა სადაო საკითხში - ამის შესახებ განცხადება მიხეილ ყაველაშვილმა შინდისში გააკეთა. 

მისი თქმით, წინა ხელისუფლების მიმართ კითხვები არა მარტო "ქართულ ოცნებას", არანედ მთელ საქართველოს აქვს.

არასდროს „ქართულ ოცნებას“, მის ხელისუფლებას, არავის არასდროს არ გაუმართლებია რუსეთის საქციელი. ჩვენ დავამარცხეთ ისინი ყველა სადავო საკითხში. რუსეთი რომ ოკუპანტია, რუსეთმა რომ ჩაიდინა დანაშაული და გენოციდი მოუწყო საქართველოს, ამას ყოველთვის აღვნიშნავთ, მაგრამ ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ. თითოეული სახელი, როგორც დღეს აღვნიშნავთ ამ ბიჭების თითოეულ გმირობას, არ უნდა იყოს დავიწყებული თითოეული ქართველისთვის, მით უმეტეს, ამ გმირობის მაგალითზე. ყველა ჩვენგანმა, ნებსით თუ უნებლიედ, შეიძლება გამიზნულად, ვერ დავიცავით, ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ამ შემთხვევაში, ვსაუბრობ ჩვენს წინამორბედებზე, მაშინდელ ხელისუფლებაზე. გარკვეული კითხვები დატოვეს, თუ რატომ მოიქცნენ ასე. არ გავასწრებ მოვლენებს, რადგან საქართველოს პრეზიდენტი ვარ, დაველოდოთ საბოლოო გამოძიებას“,-განაცხადა ყაველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები