კობახიძე ომის დაწყებას ისევ საქართველოს ხელსიუფლებას აბრალებს
ბრალდება ომის დაწყებაზე - შინდისის გმირების მემორიალთან ჩასული ირაკლი კობახიძე, ისევ ყველაფერს საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას აბრალებს.
ივანიშვილის პარტიის ლიდერი იმეოებს, რომ 17 წლის წინ ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, რითაც "დავალება" შეასრულა:
2008 წლის ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ცალსახად. გაყალბებული გზით დარჩენიმა მოღალატემ, უცხოელმა აგენტმა, 2008 წელს შეასრულა დავალება და დაიწყო ომი.
2008 წელს ომი დაიწყო არა საქართველომ, არამედ სააკაშვილის მოღალატეობრივმა რეჟიმმა. 2003 წელს ისინი გარედან დაგვისვეს ხელისუფლებაში, ისინი იყვნენ თავიდანვე უცხოელი აგენტები და მათ ჩაიდინეს ღალატი 2008 წელს" - თქვა შინდისის გმირების მემორიალთან მისულმა ირაკლი კობახიძემ.